ტრამპის თქმით, თუ ირანი მას მოკლავს, "განადგურდება"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ მან დატოვა ინსტრუქციები, რომ თუ ირანი მას მოკლავს, ქვეყანა უნდა განადგურდეს.

პრეზიდენტმა ეს განცხადება ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა, რომლითაც ირანზე "მაქსიმალური ზეწოლის" დაწყება იგეგმება, რაც სხვადასხვა ზომების მთელ წყებას მოიცავს.

"მე ვაპირებ ხელის მოწერას, მაგრამ იმედია, ჩვენ არ მოგვიწევს მისი გამოყენება," - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მას სურს ირანთან შეთანხმების მიღწევა, რათა ყველამ ერთად შეძლოს ცხოვრება.

როდესაც მას ჰკითხეს ირანის და მისი მარიონეტების შესახებ, რომლებიც მის მოკვლას ცდილობდნენ, ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე განადგურდება, თუ ეს მოხდება.

"მათ ეს არ გაუკეთებიათ და ეს მათთვის საშინელება იქნებოდა. ჩემს გამო კი არა - ასე რომ მოიქცნენ, გაქრებოდნენ. ეს იქნებოდა დასასრული. ინსტრუქციები დავტოვე, თუ გააკეთებენ, განადგურდებიან, აღარაფერი დარჩება. და მათ არ უნდა შეეძლოთ ამის გაკეთება," - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნოემბერში გამოავლინა ირანის შეთქმულება ტრამპის მოსაკლავად. 51 წლის ფარჰად შაკერი, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა, FBI-ს აგენტებს განუცხადა, რომ ირანელმა თანამდებობის პირმა მას ტრამპის მკვლელობაზე ფოკუსირება დაავალა.

ტრამპმა სამშაბათს ყოფილი პრეზიდენტი ბაიდენი დაადანაშაულა, რომ ის არ დაემუქრა ირანს განადგურებით მისი მკვლელობის შემთხვევაში.

"ბაიდენს ეს უნდა ეთქვა, მაგრამ არასოდეს გააკეთა, არ ვიცი რატომ. ინტელექტის ნაკლებობა ალბათ, მაგრამ არასდროს უთქვამს. თუ ეს დაემართება ლიდერს ან ლიდერთან დაახლოებულსპირს - გულწრფელად რომ ვთქვათ, სხვა ადამიანებიც რომ იყვნენ ჩართული - თქვენ მოითხოვთ სახელმწიფოს სრულ განადგურებას, რომელმაც ეს გააკეთა." - თქვა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები