ტრამპის თქმით უკრაინასთან შეთანხმება ცოცხალია და ამის შესახებ ვრცლად ისაუბრებს

დონალდ ტრამპმა უკრაინასთან მწირმიწების (იშვიათი მინერალების)  შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ ცოცხალია. 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, ტაივანურ TSCM-ის ამერიკაში ინვესტირების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ტრამპის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ხვალ დაგეგმილ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრებს - ამერიკის პრეზიდენტი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს. 

ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის უფრო მადლიერი უნდა იყოს. 

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჩერდეს და ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების იმედი აქვს. 

"საჭიროა, რომ ჩვენი დიპლომატია შინაარსიანი გახდეს, რათა ბოლო დავუდოთ ამ ომს. ჩვენ ნამდვილი მშვიდობა გვჭირდება და ის უკრაინელებს ყველაზე მეტად სურ. იმიტომ, რომ ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ჩვენ გვჭირდებათ შევაჩეროთ ომი და ვუზრუნელვყოთ უსაფრთხოება"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი. 

ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ომის დასასრული კვლავ ძალიან შორეულია. 

"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება რაც შეიძლებოდა ზელენსკის გაევრცელებინა და ამერიკა ამის მოთმენას აღარ აპირებს. როგორც ვამბობდი სანამ მას აქვს ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერა ამ ბიჭს (რედ. ზელენსკი) არ სურს მშვიდობა. ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე კი ევროპელებმა განაცხადეს, რომ მათი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი აშშ-ს გარეშე. ალბათ არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად. ნეტავ რას ფიქრობდნენ?"- წერს ტრამპი.

გამოცემა Axios-ის ცნობით, 3 მარტს დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის საგანგებო სხდომას გამართავს, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვარს დაეთმობა, განსახილველ ნაბიჯებს შორის იქნება უკრაინისთვის დახმარების შეჩერებაც. 

ყაროების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი. 

ცოტა ხნით ადრე Fox News-სთან საუბარში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს - "ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის შეუზღუდავი, ისევე როგორც მათი საფულეები და ჩვენი ამუნიციისა და ჭურვების არსენალები."

უკრაინასთან ურთიერთობების აღსადგენად უოლცის თქმით, საჭიროა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოხატოს სინანული თეთრ სახლში მომხდარ სკანდალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, ასევე ხელი მოაწეროს მწირმიწების შეთანხმებას და გამოხატოს მზაობა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. 

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა. 

მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.

ზელენსკიმ ვენსს განუმარტა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, პუტინმა არაერთი შეთანხმება დაარღვია სხვადასხვა პრეზიდენტის პირობებში და რა დიპლომატიაზე შეიძლება ასეთ ვითარებაში საუბარი.
 
"მთელი პატივისცემით ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ თქვენ ცოცხალი ძალის დანაკლისი გყავთ, თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ არ უნდა ესხმოდეთ თავს იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელიც ომის შეჩერებაში უნდა დაგეხმაროთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
 
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო "კარტები" და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს.
 
"თქვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის შეიარაღება, კი, თქვენ ძალიან მამაცი ხალხი გყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ომი 2 კვირაც არ გაგრძელდებოდა" - მიუგო ტრამპა ზელენსკის.
 
ჟურნალისტებთან საუბრის ნაწილის შემდეგ, მხარეები ცალკეულ ოთახებში განლაგდნენ, რის შემდეგ ცოტა ხანში უკრაინულ დელეგაციას განუმარტეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა და უნდა დაეტოვებინათ თეთრი სახლი. 
 
გაუქმდა ჩანიშნული პრესკონფერენცია, ასევე მწირმიწების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია.

მსგავსი სიახლეები