ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ბუდანოვის ზარს არ უპასუხა - Washington Post
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯ.დ. ვენსმა 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მას დაურეკა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა და საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
ამის შესახებ Washington Post წერს.
გამოცემა იუწყება, რომ ბლოგერმა და შეთქმულების თეორიების მოყვარულმა ჩარლზ ჯონსონმა რედაქტორებს ვენსთან მისი პირადი მიმოწერა მიაწოდა.
ვენსმა მას უხეშად აღუწერა უკრაინის მთავრობის მიმართ მისი ზიზღი და უარი, განიხილოს მათ მიერ დახმარების მოთხოვნა.
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ოქტომბერში, დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა დაბლოკეს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი, ვენსმა დაწერა, რომ მან უკრაინიდან მაღალი თანამდებობის პირებისგან ზარები მიიღო.
"მეგობარო, მე არც ვაპირებ უკრაინიდან ზარებს ვუპასუხო. ორი ძალიან სერიოზული ბიჭი მოვიდა ჩემთან. მათი დაზვერვის უფროსი. საჰაერო ძალების უფროსი. F16-ებს ითხოვენ," - თქვა ვენსმა.