ტრამპისა და სის შეხვედრამდე აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა

რამდენიმე საათის წინ მალაიზიაში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გახსნეს - მოლაპარაკებები დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. 

ვითარების არსი: ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტია, ჩინეთის დელეგაციას კი პრემიერი ჰე ლიფენგი - მოლაპარაკებებს წინ უძღოდა ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ესკალაცია. 

  • დასავლური მედიის ცნობით, სწორედ კუალა-ლუმპური მიმდინარე მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული ტრამპისა და სის შეხვედრის შედეგები. 

  • აშშ-ს და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა 30 ოქტომბერს მალაიზიაში გასამართი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართება. 

  • თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის პირველი შეხვედრა იქნება - ჯამურად აზიაში დონალდ ტრამპი 1 კვირას დაჰყოფს, რაც მოიცავს ვიზიტებს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. 

დაეწიე ამბავს: მსოფლიოს 2 უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო ომი აპრილში ტრამპის მიერ გამოცხადებული 145%-იანი საბაჟო ტარიფებით დაიწყო, რასაც ჩინეთმა სარკისებურად უპასუხა. 

  • მომდევნო თვეებში სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნებმა დროებითი ზავი გამოაცხადეს, რომელიც ბოლოს აგვისტოში გახანგრძლივდა და 10 ნოემბრამდეა ძალაში. 

  • მხარეები ერთმანეთს პერიოდულად შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებენ - გასულ კვირებში ჩინეთმა გაამკაცრა ე.წ. იშვიათი მეტალების საექსპორტო ლიცენზიების კონტროლი. 

  • პეკინის მოქმედებებზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება ნოემბრიდან ჩინურ იმპორტზე 100%-იანი ტარიფები ამოქმედდება. 

დიდი სურათი: "პრეზიდენტ სისთან ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვფიქრობ კარგი შეხვედრა გვექნება"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა აზიაში გამგზავრებამდე. 

  • ტრამპის ოპტიმიზმის მიუხედავად, დასავლური გამოცემები ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სი ძინფინგი არ აპირებს იშვიათი მინერალების საექსპორტო კონტროლის შემსუბუქებას. 
  •  

კონტექსტი: ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვს 

მსგავსი სიახლეები