ტრამპმა დახურულ შეხვედრაზე უკრაინის დახმარების პაკეტი გააკრიტიკა - Reuters
დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, კაპიტოლიუმში რესპუბლიკელ კონგრესმენებთან დახურული შეხვედრის დროს, უკრაინისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გააკრიტიკა.
ამის შესახებ Reuters შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.
დახურულ შეხვედრაზე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმუშავებს რესპუბლიკური უმრავლესობის გაფართოებაზე წარმომადგენელთა პალატაში და პარტიის წევრებს მოუწოდა, უარი თქვან შიდა განხეთქილებებზე.
ტრამპმა ასევე კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა - კერძოდ, მან პოლიტიკოსებს მოუწოდა უარი თქვან ფედერალურ დონეზე აბორტის აკრძალვის იდეაზე, მას სურს შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი მომსახურების სფეროში დასაქმებულების ხმების მოსაპოვებლად და დაწესდეს ტარიფები ამერიკის ფოლადის ინდუსტრიის დასაცავად.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეკონმა ასევე თქვა, რომ ტრამპმა უკრაინის დახმარების 60 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გააკრიტიკა, რომელიც ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს.
"მან იკითხა: თუ უკრაინა გაიმარჯვებს, რა სარგებელს მოგვიტანს?" - თქვა ბეკონმა.
ტრამპი ხშირად აცხადებს, რომ ის უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებს, თუ პრეზიდენტი გახდება. მაგრამ მან არაერთხელ თქვა უარი საჯაროდ დაკონკრეტებაზე, როგორ გააკეთებს ამას.
The Washington Post წერდა, რომ თითქოს ტრამპს სურს უკრაინა აიძულოს რუსეთს ყირიმი და დონბასი დაუთმოს.