ტრამპმა ისაუბრა, როგორ აიძულებს ზელენსკის და პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დადებას

რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატმა, ამერიკის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, თუ როგორ გეგმავს აიძულოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები დადონ სამშვიდობო შეთანხმება.

ამ საკითხზე ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე კარგად ვიცნობ ზელენსკის და პუტინს ძალიან კარგად ვიცნობ, კიდევ უფრო კარგად, და ორივესთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

ზელენსკის ვეტყოდი: "კმარა. შეთანხმება უნდა დადო."

პუტინს ვეტყოდი: "თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მას ბევრს მივცემთ. თუ მოგვიწევს, ჩვენ [უკრაინას მივცემთ] იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. ერთ დღეში დავადებინებ შეთანხმებას. ერთ დღეში." - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კონტექსტი 

2023 წლის 26 მარტს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს განუცხადა, რომ უკრაინაში ომს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევიდან 24 საათში დაასრულებს.

13 მაისს ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ტრამპს, რომელიც ომის 24 საათში დასრულების პირობას დებს, რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე ომი არ დაუსრულებია.

3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას "არ ესმის" ტრამპის სიტყვები, რომ ის სრულმასშტაბიან ომს ერთ დღეში დაასრულებს და კიევსა და მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.

9 ივლისს ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლია 5 წუთში დაასრულოს უკრაინაში ომი, თუ ეს უკრაინის ტერიტორიების დათმობას ნიშნავს, მაგრამ ის ამას არ დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები