ტრასის და ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება: რუსეთის ინტერვენცია მარცხდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში "მარცხდება". ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 21 სექტემბერს ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფონ დერ ლაიენი და ტრასი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

ტრასმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ "რეფერენდუმის" შედეგებს, რომლის ჩატარებაც რუსეთის ფედერაციას სურს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბრიტანეთი არ აღიარებს.

"პუტინის მოწოდებები მობილიზაციის შესახებ არის იმის ცხადი ნიშანი, რომ მისი ბარბაროსული ინტერვენცია ჩაიშალა. უკრაინის მიწაზე ჩატარებულ არცერთ რეფერენდუმს არ ვაღიარებთ. ფონ დერ ლაიენი და მე ერთად დავუჭერთ მხარს უკრაინას იქამდე, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება." - დაწერა მან.

პუტინის განცხადება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ "სისუსტის ნიშანია", - თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა Twitter-ზე.

"ჩვენ ვგმობთ პუტინის ქმედებებს და ვეთანხმებით[ლიზ ტრასს], რომ მისი მოწოდებები მოსახლეობის ნაწილის მობილიზების შესახებ სისუსტის ნიშანია. რუსულეთის აგრესია მარცხდება", - წერს ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი სიახლეები