ციმერმანი: უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებას შოლცი ბლოკავს
ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-ანეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი ერთადერთია სამთავრობო კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის მიწოდებას ბლოკავს.
"ამჟამად მას არ სურს Taurus-ის მიწოდება. "ამჟამად," თუმცა უკრაინაში ადამიანები ისევ კვდებიან. კანცლერო შოლც, ღვთის გულისათვის! მხოლოდ ის ბლოკავს ამ გადაწყვეტილებას კოალიციაში. ეს უპასუხისმგებლობაა." - წერს ციმერმანი.
გერმანიის მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიაწვდის თუ არა უკრაინას Taurus-ს. ამასთან, უკრაინა დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებას "მთელი წლის განმავლობაში" არ მიიღებენ.
გერმანიის ოპოზიციის ლიდერი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდებას მხარს უჭერს.