წლის ბოლომდე ბრიტანეთი უკრაინას 15 ინოვაციურ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

2025 წელს ბრიტანეთი უკრაინას 15 ახალ მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას, Gravehawk-ს გადასცემს, რომელიც ბრიტანეთისა და დანიის ერთობლივი დაფინანსებით შექიმნა.

ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობამ 16 იანვარს გაავრცელა.

"ინოვაციურ სისტემას, სატრანსპორტო კონტეინერის ზომით, შეუძლია ჰაერი-ჰაერი რაკეტების გამოყენება სახმელეთო საჰაერო თავდაცვისთვის." - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, Gravehawk-ის სისტემას შეუძლია გამოიყენოს უკრაინული რაკეტები, რომლებსაც უკვე იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.

"საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი პროტოტიპი უკრაინაში სექტემბერში (2024 – რედ.) გამოსცადეს და წელს კიდევ 15 გადაეცემა," - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.

გუშინ კიევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ეწვია. უკრაინამ და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ 100-წლიან პარტნიორობას უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

როგორც სტარმერმა კიევში განაცხადა, ბრიტანეთმა წელს უკვე გამოყო 3 მილიარდი ფუნტი სამხედრო დახმარების სახით.

"ჩვენ ვაგრძელებთ ფრონტის ხაზის მხარდაჭერას 2.2 მილიარდი ფუნტის გამოყოფით, რომელსაც უკრაინა არ დააბრუნებს და მას გაყინული რუსული აქტივების პროცენტით დავაფინანსებთ," - თქვა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები