წყალქვეშა დრამის დასასრული: ავსტრალია საფრანგეთს გაუქმებული კონტრაქტისთვის კომპენსაციას გადაუხდის
ავსტრალია წყალქვეშა ნავების ფრანგულ მწარმოებელ Naval Group-ს კომპენსაციის სახით 555 მილიონ ევროს გადაუხდის.
გასული წლის სექტემბერში ავსტრალიამ ფრანგულ კომპანიასთან დადებული შესყიდვის მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა, სანაცვლოდ კი აშშ-სთან ატომური წყალქვეშა ნავების შეძენაზე შეთანხმდა.
პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ავსტრალიის პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.
ავსტრალიის ახლადარჩეულმა მეთაურმა ენტონი ალბანეზმა კომპენსაციას „სამართლიანი და პროპორციული“ უწოდა.
ავსტრალია საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას რეგიონში მზარდი ჩინური ექსპანსიის დასაბალანსებლად მისცემს.
ატომური წყალქვეშა ნავები კანბერას აკვატორიის უფრო ეფექტიანი პატრულირების საშუალებას მისცემს.