თურქეთი: რუსეთის მოთხოვნები უკრაინის მიმართ "არარეალურია"
რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში ყირიმის ანექსიის და დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს, რასაც თურქული მხარე "არარეალურს" და "ძალიან მაქსიმალისტურს" უწოდებს. ამის შესახებ 27 მარტს CNN-ს დოჰაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განუცხადა.
მან თქვა, რომ ეს ორი საკითხი უკრაინელებისთვის "წითელი ხაზებია" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს სწორია, რადგან ისინი პირდაპირ კავშირშია ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან".
კალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი, ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, არ ცნობს ყირიმის ანექსიას.
ერდოღანის სპიკერი თვლის, რომ რუსმა მომლაპარაკებლებმა "სხვა იდეები უნდა მოიფიქრონ".