თურქეთი: უკრაინა და რუსეთი ხორბლის გატანაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ კიევი შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გატანას შეძლებს, აცხადებს თურქეთი.

ანკარა მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებებში გაეროსთან ერთად შუამავლის როლს ასრულებდა.

რუსეთის საზღვაო ბლოკადის გამო უკრაინა აქამდე შავი ზღვით ხორბლის გატანას ვერ ახერხებდა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ფასები რეკორდულად გაზარდა.

გაეროს შეფასებით, სურსათის ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო აფრიკის ქვეყნებს შიმშილის საშიშროება შეექმნათ.

რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.

უკრაინა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით მარცვლეულის მოპარვაში სდებს ბრალს.

მსგავსი სიახლეები