თურქეთმა ერაყში PKK-ს ქურთების წინააღმდეგ იერიში დაიწყო
თურქეთმა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) დაკავშირებულ მებრძოლებზე ერაყში საჰაერო და სახმელეთო იერიში წამოიწყო.
თურქულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს საწვრთნელ ბაზებზე, გვირაბებზე და იარაღის საწყობებზე, აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი.
აკარის განცხადებით, ერაყში სახმელეთო იერიშისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმი გადასხეს.
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სავარაუდოდ ერაყის ქურთისტანის მთავრობასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ ანკარაში ვიზიტით ქურთისტანის პრემიერ-მინისტრი მასრურ ბარზანი ჩავიდა.
ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ბარზანიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში „უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით“ თურქეთთან თანამშრომლობას მიესალმება.
ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას თურქული იერიშის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყში მსგავსი ოპერაცია ბოლოს 2020 წელს განახორციელა.
თურქეთი PKK-ს და მის სირიელ მოკავშირე მოკავშირე სახალხო დაცვის ძალებს (YPG) ტერორისტებად მიიჩნევს.
PKK ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი ევროკავშირს და აშშ-ს.
თურქეთსა და აჯანყებულ ქურთებს შორის დაპირისპირება 1984 წლიდან მიმდინარეობს.