თურქეთმა ნატოში ფინეთის წევრობის რატიფიცირების პროცესი დაასრულა
თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, 1 აპრილს ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოხდა.
ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ კანონის ტექსტი 1 აპრილს, თურქეთის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში, Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.
"კანონის შესაბამისად დამტკიცდა 2022 წლის 5 ივლისს ბრიუსელში ხელმოწერილი ოქმი ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან ფინეთის რესპუბლიკის მიერთების შესახებ. კანონი ამოქმედდეს Resmi Gazete-ში გამოქვეყნების დღიდან." - წერს სააგენტო.
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება 31 მარტს მოახდინა.
ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდება.