თურქეთმა რუსეთის სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შემოუშვა

თურქეთმა არ შემოუშვა შავ ზღვაში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო გემები, რომლებიც ბოსფორის სრუტეში შესვლის ნებართვას რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდნენ. 

კერძოდ საუბარია წყნარი ოკეანის ფლოტის კრეისერ Варяг-ზე და ანტი-სანავო Адмирал Трибуц-ზე, რომლებიც 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს. არსებული ინფორმაციით სამხედრო გემები მუდმივი ბაზირების პორტში, ვლადივასტოკისკენ მიემართებოდა. 

შავი ზღვის აუზის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, ხელმძღვანელის ანდრეი კლიმენკოს ცნობით, გემები 2 თებერვლიდან მოყოლებული ხმელთაშუა ზღვაში იდგნენ და თურქეთის ხელისუფლებისგან ნებართვის მიღების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები