თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 76 ადამიანია, 440 - დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu 6 თებერვალს, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.

დამასკოს სახელმწიფო ტელევიზია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სირიაში სულ მცირე 230 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 600 დაშავდა.

Afad-ის ცნობით, თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაში, სირიის საზღვართან, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის 4 საათზე მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა გაზიანთეპის პროვინციაში. ბიძგები შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში იგრძნობოდა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში, ადანაში, ნევშეჰირში, გაზიანთეპში, კაისერში, მერსინში, ჰატაიში.

Al Arabiya-ს ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ერაყისა და ლიბანის ზოგიერთ რეგიონში. გარდა ამისა, ბიძგები შესამჩნევი იყო ისრაელში.

მსგავსი სიახლეები