თურქულმა კომპანიამ პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Bayraktar აჩუქა

თურქი მწარმოებელი პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Bayraktar-ს უსასყიდლოდ ჩუქნის. ამის შესახებ 28 ივლისს ფეისბუქზე თანხის შეგროვების ინიციატორი, პოლონელი ჟურნალისტი სლავომირ სერაკოვსკი წერს.

მან თურქული კომპანიის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი მენეჯმენტი გაოცებულია ამ კამპანიაში ასობით ათასი პოლონელის მონაწილეობით და "სურს იყოს ამ ადამიანური სოლიდარობის ნაწილი".

"კომპანია Baykar-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი დრონი უფასოდ გადმოგვეცემა", - წერს სერაკოვსკი.

ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ უკრაინულ და თურქულ მხარეებთან შეთანხმებით, Bayraktar-ისთვის შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

24 ივლისს სერაკოვსკიმ დაწერა, რომ პოლონეთმა 22.5 მილიონი ზლოტი (4.7 მილიონი დოლარი) შეაგროვა უკრაინისთვის Bayraktar-ის გადასაცემად.

Baykar-ის წერილი სლავომირ სერაკოვსკის

მსგავსი სიახლეები