ტუსკი: რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთი მსოფლიოს ავიაკომპანიების წინააღმდეგ დივერსიული აქტების მომზადებაში დაადანაშაულა.

"ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო ამ შიშების მართებულობა - რუსეთის ფედერაცია გეგმავდა საჰაერო ტერორის აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ," - განაცხადა ტუსკმა 15 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია ვარშავაში.

მისი თქმით, პოლონეთი "გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროპაში დივერსიული აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწყობს არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე."

მან ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი გეგმავდა ოპერაციებს სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიფრინავდნენ.

The Wall Street Journal, დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, წერდა, რომ დივერსიული აქტები მოიცავდა ზაფხულის ინციდენტებს (ხანძრებს) DHL-ის ლოჯისტიკურ ცენტრებში ლაიფციგში და ბირმინგემში. სამართალდამცავი ორგანოები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება დივერსია ყოფილიყო.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, რომელიც 1 იანვარს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი როტაციით გახდა ექვსი თვით, დააჩქარებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, გამოთქვა რწმენა, რომ „რაც მალე იქნება უკრაინა ევროკავშირში, მით უფრო მალე გახდება ნატოს წევრი... მით უფრო მალე მიიღებს მთელი ევროპა საჭირო გეოპოლიტიკურ ნდობას“.

მსგავსი სიახლეები