უხარისხო ალკოჰოლის მიღების შედეგად რუსეთში 28 ადამიანი გარდაიცვალა

ალკოჰოლური სასმელის Мистер Сидр-ის მიღების შემდეგ რუსეთის 4 რეგიონში 28 ადამიანი, მოწამლულია კიდევ 70. 

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ულიანოსვკის ოლქშია - სადაც ალკოჰოლური სასმლის მოხმარების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო 50 ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 

სამარის ოლქში გარდაცვლილია 7 მოქალაქე, ნიჟნი ნოვგოროდში 2 და 1 უდმურტიაში.

Мистер Сидр-ს სამარის ოლქში აწარმოებენ და ის ჩამოსასხმელი სახით, ძირითადად ბარებში იყიდება. ესპერტიზის ცნობით, სასმელში აღმოჩენილია მეთანოლის და ეთილბუტირატის საშიში დოზები.

რუსეთის სახელმწიფო უწყებების ცნობით, სასმელი გაყიდვიდან სრულად ამოღებულია, ხოლო საწარმო დალუქულია. ვრცელდება ინფორმაცია საწარმოს დირექტორის ანარ გუსეინოვის დაკავების შესახებ. 

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანარ გუსეინოვი რამდენიმე წლის ალკოჰოლით ვაჭრობის წესების დარღვევის გამო იყო დაკავებული. მაშინ ბიზნესმენი 10 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები