უკრაინა: 09:30 საათიდან კიდევ 14 რუსული რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 11 ოქტომბერს კიდევ 14 რუსული რაკეტა ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესცენტრი ავრცელებს.

"შეტევის მეორე ტალღის დროს 11 ოქტომბერს 09:30-დან 13:00 საათამდე (წინასწარი მონაცემებით), დამპყრობლების კიდევ 14 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და გადასატანი საზენიტო დანადგარების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა". - ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალებმა მანამდე განაცხადეს, რომ კიდევ ოთხი რაკეტა სამშაბათს დილის 9:00 საათზე ჩამოაგდეს. რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონში ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები