უკრაინა: 15 ნოემბერს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო ნათლობა მოხდა
უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო სარაკეტო სისტემა NASAMS 15 ნოემბერს რუსი დამპყრობლების მასიური თავდასხმის დროს პირველად გამოიყენეს. ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში გააკეთა.
"გასულ კვირას გამოცხადდა, რომ ნორვეგიული სისტემა NASAMS-ებიც ჩამოვიდა ჩვენთან. რამდენიმე სისტემა უკვე მუშაობს. უკვე დღეს, ისევე როგორც IRIS-T-ს ოქტომბერში, მათ ჰქონდათ პირველი საბრძოლო ნათლობა და მივიღეთ ამ კომპლექსების მუშაობის პირველი შედეგები," - თქვა იგნატმა, - "საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება მეტი ასეთი სისტემა. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი შედეგების მიღწევა და დასავლურ იარაღს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, აქვს მძლავრი რადარები, რომლებსაც რაკეტების აღმოჩენა შეუძლიათ... და ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გაზარდონ ეს დახმარება, რაც გვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში."
იგნატის თქმით, რუსმა დამპყრობლებმა, წინასწარი მონაცემებით, უკრაინისკენ 90-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, საიდანაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა 73 ჩამოაგდეს. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 10 ირანული დრონი გაანადგურეს.