უკრაინა: 23 მაისს დონბასში ოკუპანტების 16 თავდასხმა მოვიგერიეთ
23 მაისს, 21:00 საათისთვის, რუსმა დამპყრობლებმა დონბასში თითქმის 40 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფება ფეისბუქზე იტყობინება.
"ოკუპანტებმა 38 დასახლება დაბომბეს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, გაანადგურეს და დააზიანეს 62 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 53 საცხოვრებელი კორპუსი, სასოფლო-სამეურნეო საწარმო, საბავშვო ბაღი, ბანკის ფილიალი, აფთიაქი და ეროვნული პოლიციის ადმინისტრაციული შენობა. ამ დაბომბვის შედეგად სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ექვსი დაიჭრა და დაშავდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მტრის ჯარი მთელი თავდაცვის ხაზის გასწვრივ იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, მხვილკალიბრიან ქვემეხებს, ტანკებს და სხვადასხვა სისტემების ნაღმტყორცნებს.
მათივე ცნობით, ორშაბათს დონბასში რუსებმა დაკარგეს რვა ტანკი, 22 ჯავშანმანქანა, ერთი სამხედრო მანქანა, ერთი გრანატის ტიპის დრონი და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ორლან-10.