უკრაინა: 8 აგვისტოს რუსების მიერ გასროლილი ყველა "კალიბრის" რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსებმა უკრაინას შავი ზღვიდან ოთხი "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას 8 აგვისტოს მათი პრესსამსახური Telegram-ზე ავრცელებს.

"დღეს, 8 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე სამხრეთიდან, ოკუპანტებმა შავი ზღვიდან "კალიბრის" ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ერთი რაკეტა გაანადგურა ოდესის ოლქში საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა "სამხრეთმა", დანარჩენი სამი უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში საჰაერო სარდლობის "ცენტრის" საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს.

8 აგვისტოს, ჩერკასის სამხედროა დმინისტრაციამ და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა  რაკეტა ჩერკასის ოლქის უმანის რაიონში ერთი ჩამოგდებული კალიბრის შესახებ განაცხადეს. მისი ფრაგმენტები სამოქალაქო ობიექტს დაეცა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მსგავსი სიახლეები