უკრაინა: ანტონოვსკის ხიდთან გავანადგურეთ ბარჟები, რითიც რუსები დნეპრს კვეთდნენ

რუსი ოკუპანტები ნავებს აგროვებენ, ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხალხის გაყვანის მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას, 31 ოქტომბერს, ფეისბუქზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს თავდაცვას და ცდილობს შეინარჩუნოს ოკუპირებული ხაზები, პარალელურად ემზადება ცალკეული ქვედანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის ევაკუაციისთვის ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან. ამისათვის ისინი აგროვებენ მდინარის ფლოტის ნავებს ბაზირების პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოკუპანტებმა ააგეს პონტონური გადასასვლელები და "ცდილობენ გამოიყენონ დნეპრის გადაკვეთის ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც ცვლის დაზიანებულ ხიდებს".

"ასეთი ალტერნატიული საშუალებით ტრანსპორტირებისას, გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ანტონოვსკის ხიდის მიდამოში ორი ბარჟა წარმატებით გაანადგურეს. ასევე დადასტურდა სამხედრო ტექნიკის კოლონის განადგურება", - აცხადებს "სამხრეთის" სარდლობა.

მსგავსი სიახლეები