უკრაინა: ბოლო 24 საათში 150-მდე ოკუპანტი გავანადგურეთ
რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 41.5 ათასი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ 4 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 150-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.
მტრის სხვა დანაკარგები ასეთა:
- ტანკები - 1789 (+15);
- ჯავშანტექნიკა - 4026 (+4);
- საარტილერიო სისტემები - 946 (+7);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 260 (+1);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 118;
- თვითმფრინავები - 223;
- ვერტმფრენები - 191;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 742 (+2);
- ფრთოსანი რაკეტები - 182 (+2);
- გემები / ნავები - 15;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2960 (+38);
- სპეცტექნიკა - 83.
"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და დონეცკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - დასძინეს გენერალურ შტაბში.