უკრაინა: ბოლო 24 საათში 150-მდე ოკუპანტი გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს დაახლოებით 41 650 რუსი დამპყრობელი (+150 გასული დღის განმავლობაში). ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 5 აგვისტოს ფეისბუქზე განაცხადა.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 150-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.

მტრის სხვა დანაკარგები ასეთა:

  • ტანკები - 1792 (+3);
  • ჯავშანტექნიკა - 4032 (+6); 
  • საარტილერიო სისტემები - 950 (+4); 
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 260;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 123 (+5);
  • თვითმფრინავები - 223;
  • ვერტმფრენები - 191;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 742;
  • ფრთოსანი რაკეტები - 182;
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2964 (+4);
  • სპეცტექნიკა - 83.

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

მსგავსი სიახლეები