უკრაინა: ჩერნობაევკაში ოკუპანტების ბაზა დავბომბეთ

2 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკაში რუსული ჯარების ბაზას თავს დაესხნენ.  ამის შესახებ 3 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" აცხადებს.

"სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს ჩერნობაევკა, სადაც განთავსებულია საოკუპაციო ძალების ბაზა", - ნათქვამია განცხადებაში.

"მტრის დადასტურებული დანაკარგი არის 20 რაშისტი, ორი ტანკი T-72, ჰაუბიცა Msta-B, ოთხი მანქანა და ჯავშანტექნიკა. მიმდინარეობს მტრის საბოლოო დანაკარგების დაზვერვა", - აცხადებს უკრაინული მხარე.

გარდა ამისა, 2 აგვისტოს უკრაინულმა ავიაციამ სამი გამაგრებული ობიექტი და ერთი იარაღისა და აღჭურვილობის საცავი დაბომბა.

მსგავსი სიახლეები