უკრაინა: დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან რუსი ოკუპანტების პერსონალის მხვერპლი დაახლოებით 20 ათასი ადამიანია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აპრილს განაცხადა.

რუსეთის შეიარარებული ძალების დანაკარგი ასეთია:

  • ტანკები - 756;
  • ჯავშანმანქანები - 1976;
  • საარტილერიო სისტემები - 366;
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 122;
  • ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები - 66;
  • თვითმფრინავები - 163;
  • ვერტმფრენები - 144;
  • ავტომობილები - 1443;
  • გემები - 8;
  • სპეცტექნიკა - 25.

"მონაცემები ზუსტდება, გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა", - აღნიშნეს გენერალურ შტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 14 აპრილის მდგომარეობით, დამპყრობლების პერსონალის დანაკარგი 19.9 ათასი ადამიანი და 753 ტანკი იყო.

მსგავსი სიახლეები