უკრაინა: დავბომბეთ რუსების სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სხვადასხვა ტიპის იარაღით დაბომბეს უკრაინის დასახლებული პუნქტები - სევერსკი, სლობოჟანსკი, კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, ნოვოპავლოვსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი.
ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"რუსებმა კვლავ დაბომბეს ხერსონის ოლქში, ანტონოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქ ხერსონი, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ქვედანაყოფებმა ერთ დღეში დაბომბეს რუსების სამეთაურო პუნქტი, მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ექვს უბანი, საბრძოლო მასალის საცავი, ასევე "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი".