უკრაინა: დეოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 6000 კმ²

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 6 ათასი კმ²-ის დეოკუპაცია შეძლეს.

ამის შესახებ 12 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"თითქმის 6000 კმ²", - წერს ის.

მალიარმა არ დააკონკრეტა, რამდენ ხანს ხდებოდა ამ ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 3000 კმ²-ზე მეტი. მისი თქმით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არა მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთის, არამედ ჩრდილოეთისკენ გადაადგილებაც დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები