უკრაინა: დონეცკის რეგიონში რუსული Mi-8 ჩამოვაგდეთ
1 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "აღმოსავლეთის" სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული ვერტმფრენი და დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრი ავრცელებს.
"უკრაინელმა დამცველებმა დაახლოებით 9:00 საათზე ჩამოაგდეს დამპყრობლების ვერტმფრენი Mi-8, ხოლო 12:00 საათზე ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი." - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეს არის მეორე რუსული Mi-8, რომელიც დონეცკის რეგიონში ჩამოაგდეს. კვირის დასაწყისიდან კი უკრაინელმა მეზენიტეეებმა მინიმუმ ხუთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.