უკრაინა: განადგურებულია 38 ათასი რუსი ოკუპანტი

რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 38 ათასი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ 15 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე განაცხადა.

გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა 130 დამპყრობელი გაანადგურეს.

მტრის სხვა დანაკარგები ასეთი იყო:

  • ტანკები - 1672 (+5);
  • ჯავშანტექნიკა - 3866 (+14);
  • საარტილერიო სისტემები - 842 (+2);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 247;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 109;
  • თვითმფრინავები - 220 (+1);
  • ვერტმფრენები - 188;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 681;
  • ფრთოსანი რაკეტები - 155;
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2731 (+11);
  • სპეციალური ტექნიკა - 67.

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები