უკრაინა: გავანადგურეთ კადიროველები, რომლებიც ზელენსკის მკვლელობას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხად, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა გაანადგურეს "კადიროველების" ელიტური დანაყოფი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის მკვლელობას გეგმავდნენ. 

"სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაცია იყო, ჩვენთვის მალევე გახდა ცნობილი. და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სპეცოპერაციის შესახებ ჩვენ შეგვატყობინა რუსული ФСБ-ის [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] ის იმ თანამშრომლებმა, რომლებსაც არ აქვთ ამ უაზრო ომში მონაწილეობის სურვილი არ აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ განადგურებულია კადიროვის უშუალოდ ის დაჯგუფება, რომლებიც უკრაინაში სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციის მიზნით ჩამოვიდნენ",- ამბობს დანილოვი. 

დანილოვის თქმით, კადიროვის მებრძოლების ერთი ჯგუფი გოსტემელის აეროპორტის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში გაანადგურეს, ხოლო ამ დაჯგუფების მეორე ნაწილი სამიზნეში ამ წუთებშია ამოღებული. 

იმის შესახებ, რომ ოკუპანტების მთავარი სამიზნე უკრაინის პრეზიდენტია, წინა დღეებში რამდენიმეჯერ განაცხადა თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. 

 

მსგავსი სიახლეები