უკრაინა: ღამით 30 რუსული ფრთოსანი რაკეტა და 27 Shahed-ის დრონი გავანადგურეთ
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსული თავდასხმები მოიგერიეს. ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
განადგურებულია 13 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი," 17 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 და 27 დრონი Shahed-136/131.
"5 აგვისტოს საღამოს თავდასხმის პირველ ტალღაზე მოწინააღმდეგემ გამოიყენა 14 საზღვაო ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" და 3 აერობალისტიკური რაკეტა X-47 "კინჟალი". 14 "კალიბრის" რაკეტიდან 12 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. "კინჟალებთან" დაკავშირებით ინფორმაციას არ ვაქვეყნებთ.
6 აგვისტოს ღამეს მტერმა განაგრძო შეტევა Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტებით შავი ზღვიდან და X-101/X-555 ფრთოსანი რაკეტებით, რომლებიც კასპიის ზღვის რეგიონიდან სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა Tu-95MS-ებმა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 27-ვე Shahed-136/131-ის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, 6-დან 5 რაკეტა "კალიბრი" და 20-დან 13 X-101/X555 ჩამოაგდო." - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთანავე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე მტერმა საჰაერო თავდასხმისას 70 საშუალება გამოიყენა. საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 13 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი", 17 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 და 27 Shahed-136/131-ის დრონი.