უკრაინა: გუშინ 300-მდე რუსი ოკუპანტი, 14 ტანკი და თვითმფრინავი გავანადგურეთ

12 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაახლოებით 52 950 რუსი ოკუპანტი (+300 გუშინ) გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.

რუსების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2168 (+14);
  • ჯავშანტექნიკა - 4640 (+23);
  • საარტილერიო სისტემები - 1269 (+6);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 311;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 162;
  • თვითმფრინავები - 243 (+1);
  • ვერტმფრენები - 213;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 903 (+1);
  • ფრთოსანი რაკეტები - 216;
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 3463 (+18);
  • სპეცტექნიკა - 117.

"მტერს ყველაზე დიდი დანაკარგები კრივოი როგისა და დონეცკის მიმართულებით აქვს. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები