უკრაინა: გუშინ 330 რუსი ოკუპანტი, 14 ტანკი და 15 დრონი გავანადგურეთ
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 61 330 რუსი ოკუპანტი გაანდგურა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 6 ოქტომბერს ფეისბუქზე განაცხადა.
გუშინდელი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 330-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.
მტრის სხვა დანაკარგები ასეთი იყო:
- ტანკები - 2449 (+14);
- ჯავშანტექნიკა - 5064 (+26);
- საარტილერიო სისტემები - 1424 (+10);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 344 (+3);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 177;
- თვითმფრინავები - 266;
- ვერტმფრენები - 232;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1047 (+15);
- ფრთოსანი რაკეტები - 246;
- გემები / ნავები -15;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 3854 (+13);
- სპეცტექნიკა - 134 (+2).
"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის, ავდეევკის და კრივოი როგის მიმართულებებზე განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია ანგარიშში.