უკრაინა: გუშინ 340-მდე რუსი ოკუპანტი გავანადგურეთ

გუშინდელი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა დაახლოებით 340 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს. ინტერვენციის დაწყების შემდეგ უკრაინაში 93 ათაზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა.

ამ ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2937 (+2);
  • ჯავშანტექნიკა - 5911 (+2);
  • საარტილერიო სისტემები - 1925 (+2);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 395;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 211;
  • თვითმფრინავები - 281;
  • ვერტმფრენები - 264;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1603 (+2);
  • ფრთოსანი რაკეტები - 592;
  • გემები/ნავები - 16;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 4528 (+2);
  • სპეცტექნიკა - 164.

მსგავსი სიახლეები