უკრაინა: გუშინ 630 რუსი ოკუპანტი გავანადგურეთ
24 თებერვლიდან უკრაინასთან ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგმა 82 710 ადამიანი შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 630 რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 2871 (+10;
- ჯავშანტექნიკა - 5797 (+24);
- საარტილერიო სისტემები - 1860 (+10);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 393 (+0);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209 (+1);
- თვითმფრინავები - 278 (+0);
- ვერტმფრენები - 261 (+0);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1525 (+14);
- ფრთოსანი რაკეტები - 474 (+75);
- გემები / ნავები - 16 (+0);
- საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 4360 (+9);
- სპეცტექნიკა - 160 (+0).
უკრაინული მხარის ცნობით, რუსებს ყველაზე დიდი დანაკარგები ლიმანის, ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებებზე ჰქონდათ.