უკრაინა: გუშინ 650-მდე რუსი დამპყრობელი, თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი გავანადგურეთ
24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 72 470 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 1 ნოემბერს განაცხადა.
"კარგი დღეა, ისევ ლიკვიდირებულია 600-ზე მეტი რუსი ოკუპანტი. მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი ავდეევკასა და ბახმუტის მიმართულებით აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.
დამპყრობლების სხვა დანაკარგები იყო:
- ტანკები - 2698 (+12);
- ჯავშანტექნიკა - 5501 (+16);
- საარტილერიო სისტემები - 1730 (+2);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 383;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 197;
- თვითმფრინავები - 276 (+1)
- ვერტმფრენები - 257 (+4);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1415 (+2);
- ფრთოსანი რაკეტები - 397 (+45);
- გემები / ნავები - 16;
- საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 4143 (+15),
- სპეცტექნიკა - 154.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.