უკრაინა: ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის სამი საცავი გავანადგურეთ
გუშინდელი დღის განმავლობაში ხერსონის რეგიონში, ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის სპიკერი ვლადისლავ ნაზაროვი აცხადებს.
უკრაინის სამხრეთში ასევე განადგურდა ოთხი საზენიტო და საარტილერიო დანადგარი და სამი რუსული ტანკი. პარალელურად, ნაზაროვის თქმით, საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ პოზიციების დაცვას და უკრაინის არმიას უპილოტო თვითმფრინავებისა და თვითმფრინავების დახმარებით უტევენ.
გარდა ამისა, რუსებმა შავი ზღვიდან უკრაინის მიმართულებით "კალიბრის" ორი რაკეტა გაისროლეს, რომლებიც საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.