უკრაინა: ხარკოვის რეგიონში დეოკუპირებულია 421 დასახლება

ხარკოვის ოლქში დეოკუპირებულია 421 დასახლება. ამის შესახებ 16 სექტემბერს Telegram-ში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარება უკვე იგზავნება. კერძოდ, ბალაკლეას ტერიტორიულმა თემმა უკვე მიიღო 100 ტონა საკვები და მალე იქ გენერატორები, სამშენებლო მასალები, მედიკამენტები და სხვა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.

ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ ჩკალოვსკის, ბალაკლესკის და შევჩენკოვსკის თემის პენსიონერები უკვე იღებენ პენსიებს. დეოკუპირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.  

გარდა ამისა, უკრაინელმა გამნაღმველებმა უკვე გაასუფთავეს ხარკოვის რეგიონის 24 ჰექტარზე მეტი ტერიტორია და განაღმეს თითქმის 1000 ასაფეთქებელი ობიექტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესვე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია გაათავისუფლეს რუსი დამპყრობლებისგან.

მსგავსი სიახლეები