უკრაინა: ხერსონის რაიონში რუსი ოკუპანტები ნიკოლაევკადან განვდევნეთ
უკრაინის სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აიძულეს რუსი დამპყრობლები დაეტოვებინათ დასახლება ნიკოლაევკა. ამის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გაავრცელა.
„თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს მტერმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა და უკან დაიხია ხერსონის ოლქის ნიკოლაევკას დასახლებიდან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედროებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, კრივოი როგის მიმართულებით მტერი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არტილერიით ბომბავს.
"მტერს არ ჩაუტარებია აქტიური საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ბუჟის მიმართულებით. მან ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას პოსად-პოკროვსკოეს, ოსოკოროვკას, ნოვოვორონცოვკას, ბლაგოდატნოიეს, პარტიზანსკოეს და სხვა დასახლებებში", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.