უკრაინა: განადგურებულია 30 ათასი რუსი ოკუპანტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 28 მაისის მდგომარეობით გაანადგურეს დაახლოებით 30 ათასი რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.

ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა 250-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდირება შეძლეს.

რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 1330 (+8);
  • ჯავშანტექნიკა - 3258 (+12);
  • საარტილერიო სისტემები - 628 (+5);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 203 (+2);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93;
  • თვითმფრინავები - 207 (+1);
  • ვერტმფრენები - 174 (+4);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 503;
  • ფრთოსანი რაკეტები - 116 (+1);
  • გემები / ნავები - 13;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2226;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 48.

"ბოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ყველაზე დიდი დანაკარგები ავდეევკასა და კრივოი როგის მიმართულებებზე ჰქონდა. მონაცემები ზუსტდება", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მსგავსი სიახლეები