უკრაინა: ლუგანსკის ოლქში შვიდი სოფელი გავათავისუფლეთ
ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში შვიდი სოფელი გაათავისუფლეს. 9 ოქტომბერს მან დაწერა, თუ რომელი სოფლების აღება მოახერხეს უკრაინელმა სამხედროებმა.
გაიდაის თქმით, საუბარია შემდეგ სოფლებზე:
- ნოვოლიუბოვკა (სვატოვსკის რაიონის კრასნორეჩენსკაიას დასახლების თემი);
- ნევსკი (სვატოვსკის რაიონის კრასნორეჩენსკაიას დასახლების თემი);
- გრეკოვკა (სვატოვსკის რაიონის კრასნორეჩენსკაიას დასახლების თემი);
- ნოვოეგოროვკა (სვატოვსკის რაიონის კოლომიჩიხის სოფლის თემი);
- ნადია (სვატოვსკის რაიონის კოლომიჩიხის სოფლის თემი);
- ანდრეევკა (სვატოვსკის რაიონის კოლომიჩიხის სოფლის თემი);
- სტელმახოვკა (სვატოვსკის რაიონის კოლომიჩიხის სოფლის თემი).
აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში და აღმოსავლეთში კონტრშეტევა წამოიწყეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 9000 კმ² ტერიტორია განთავისუფლდა.
4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს 1534 დასახლება გაათავისუფლეს.