უკრაინა: ლუგანსკის რაიონის სოფელ ნევსკოეში უკრაინის დროშა ფრიალებს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის დროშა რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკის რაიონის სოფელ ნევსკოეში ააფრიალეს. შესაბამისი ვიდეო ფეისბუქზე უკრაინის სპეციალური ძალების მე-8 პოლკმა გამოაქვეყნა.  

"ნევსკოეს დასახლება, ლუგანსკის ოლქი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ დროშას ვშლით გათავისუფლებული ქალაქების ნანგრევებზე, ხვალ მას ავაშენებთ მშვიდობიანი ცის ქვეშ!" - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა წარმატებული მოქმედებების წყალობით მტერი ნევსკოედან განდევნეს.

მსგავსი სიახლეები