გერმანია უკრაინას მაისში კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს გადასცემს
უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მაისში მიიღებს.
ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა მარტინ ეგერმა ორშაბათს, უკრაინის ეროვნულ ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.
"Patriot-ის სისტემების გარდა, არის IRIS-T-ს სისტემაც, ახლა კიდევ ერთი სისტემა ჩამოვა, ამასთანავე, ჩვენ შევპირდით უკრაინას, რომ წელსაც, მომავალ წელსაც და 2026 წელსაც მივაწოდებთ უფრო მეტ ასეთ სისტემას, ანუ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის გაფართოებაზე," - თქვა მან.
ელჩის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ქვეყნის საჭიროებების შესაბამისად განვითარდება. ამჟამად გერმანია ხედავს, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.
უკრაინას გარმანიისგან უკვე მიიღო ორი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და მესამე სისტემის მიწოდება უახლოეს მომავალში იგეგმება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნონ უკრაინაში, რათა ადგილზე მოამზადონ უკრაინელი სამხედროები და ისინი რუსული თავდასხმებისგან დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაიცვან.