უკრაინა: ნოემბერში 17 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის არმიამ, ომის დაწყების შემდეგ, რეკორდული რაოდენობის რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და თავდაცვის ძალებმა ახალი რეკორდი დაამყარეს, ნოემბერში თითქმის 17 ათასი რუსი ოკუპანტი მოკლეს.
"ნოემბერში 16 970 რაშისტი ჯარისკაცი განადგურდა. ეს არის ყველაზე დიდი დანაკარგი მთელ ომში!" - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ნოემბერში შემდეგი შეიარაღება დაკარგა:
- ტანკები - 217;
- ჯავშანმანქანები - 76;
- საარტილერიო სისტემები - 74;
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 12;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 13;
- თვითმფრინავები - 4;
- ვერტმფრენები - 4;
- უპილოტო საფრენი აპარატები - 147;
- ფრთოსანი რაკეტები - 134;
- მსუბუქი და სატვირთო მანქანები - 298;
- სპეციალური აღჭურვილობა - 9.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში 89 440 ჯარისკაცი დაიღუპა.