უკრაინა: ნოვა კახოვკას მახლობლად ხიდი და საბრძოლო მასალის საცავი გავანადგურეთ
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკას მახლობლად გაანადგურეს ოკუპანტების მიერ აშენებული ხიდი დნეპერზე და საბრძოლო მასალის საცავი.
ამის შესახებ 11 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის პრესცენტრი იტყობინება.
გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საავიაციო და სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 10-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.
"თავდაცვის ძალები აკონტროლებენ ხიდებს და არეგულირებენ მოწინააღმდეგის გეგმებს მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყენების მიზნით. ჩვენი საცეცხლე ძალა ტრანსპორიტებისას აიძულებს მათ შეწყვიტონ კომუნიკაცია და განაგრძონ ალტერნატივების ძებნა. საბრძოლო დავალების შედეგების მიხედვით, მტრის დანაკარგებია - 35 სამხედრო, ხუთი ერთეული საავტომობილო, ჯავშანტექნიკა და 120 მმ-იანი ნაღმტყორცნიები. ნოვა კახოვკას მიდამოში განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დნეპერზე აშენებული ხიდი." - ნათქვამია განცხადებაში