უკრაინა: ოკუპანტები წარუმატებლად გვიტევდნენ დონბასის ოთხ დასახლებულ პუნქტთან
რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის აღების შემდეგ ლუგანსკის რაიონში ძლიერდებიან და დონეცკის რეგიონში შეჭრას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 25 ივნისს ფეისბუქზე ავრცელებს.
"სლავიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს მტრის შეტევის მცდელობა ბოგოროდიჩნის რაიონში და შეტევა მაზანოვკას მიმართულებით. ოკუპანტებმა დანაკარგებით უკან დაიხიეს. [...] ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს ყველა შეტევა და თავდასხმა ქმედება. პოკროვსკის, ნიუ-იორკის და მარინკას დასახლებების მიმართულებით ოკუპანტებმა უკან დაიხიეს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დონეცკის მიმართულებით მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე და ჯარების გადაჯგუფებაზე, ამიტომ არ გადასულა შეტევაზე კრამატორსკის მიმართულებით.
"ჩვენი ჯარების ნაწილების გაყვანის შემდეგ, მტერი კონსოლიდირებულია სევეროდონეცკის, სიროტინოს, ვორონოვოსა და ბოროვსკოეს დასახლებების რაიონებში", - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
უკრაინული მხარის განცხადებით, ხარკოვის რეგიონში მტერი იმარაგებს საბრძოლო მასალას და ავსებენ დანაკარგებს (სლობოჟანსკის მიმართულება), ასევე ბომბავენ უკრაინის ჯარების პოზიციებს და ინფრასტრუქტურას დასახლებებში.