უკრაინა: ოკუპანტებს შორის დეზერტირების რაოდენობა იზრდება, მათ ფრონტზე ძალით აბრუნებენ
რუსულ საოკუპაციო ნაწილებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 9 სექტემბერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო და დამპყრობლებს შორის ბრძოლის სურვილის უქონლობის გამო მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება.
"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბაბენკოვკა ვტორაიას დასახლებასთან, მტერი იძულებული გახდა გამოეყენებინა ვერტმფრენები და იარაღი გაქცეულთა მოსაძებნად და საბრძოლო პოზიციებზე დასაბრუნებლად", - ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, კალანჩაკის გავლით დაფიქსირდა რუსი ჯარისკაცების ინტენსიური მოძრაობა დროებით ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით - ავტობუსებით და იარაღის გარეშე, აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალების პერსონალს შორის დეზერტირობის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.